შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მე დავბრუნდები

მე დავბრუნდები ჩემი თავიდან
და გაზაფხულად შემოვალ შენში,
შეგიყვარდები, როგორც ოდესღაც
გიყვარდა მწვანე აპრილის თქეში.
გადაგავიწყებ, როგორ გატკინე,
როდესაც გული გაგიპე მკერდში,
როგორ გავცვალე ყველა ღვთაება
ამაოების ამაო კერპში.
მე დავბრუნდები ჩემი თავიდან,
კათარზისის გზა გავლიე შვებით,
შენს სიყვარულში დავსახლდები და
მექნება შენგან იმედი შველის.
ჩემი ხელებით აღვადგენ კედლებს
და სინანულებს დავატან ბჭეში,
გთხოვ, მაპატიო, რომ გაგიმეტე
და უჩემობის სამსალა შესვი...
მე დავბრუნდები ჩემი თავიდან,
ოღონდ შენ დამხვდი ისევე შენში...
მე ვინც მწყუროდა, მე ვისიც მწამდა
და ვინც სიყვარულს მასმევდა პეშვით.
მე დავბრუნდები...
ოღონდ შენ დამხვდი...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →