შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ქალი-გაზაფხული

ისე მომეკიდა ტანზე გაზაფხული,
როგორც ბროწეულებს-ალი მეწამული,
ისე მომერია ჟინი შენთან ყოფნის,
ბორკილებს აიწყვეტს ფიქრი შეფარული.
ამიდიდდებიან სულის მდინარენი,
დნობას რომ დაიწყებს სურვილის ზვავები,
ვეღარ მომშორდები, თავს ვეღარ დაიხსნი,
შენ ჩემი თმებით და თვალებით დაები.
ისე ამიყვავდა სულში გაზაფხული,
როგორც ბოტიჩელის ,,პრიმავერა",
მოდი და ამ კვირტებს საშენოდ გავიშლი,
მარტი ფეხაკრეფით იპარება.
მიყვარხარ, ძარღვებში იფეთქებს აპრილი,
თოვლიდან ამოვა ჩემი აღსარება:
,,ყოველ გაზაფხულზე თავიდან შეგიყვარებ,
სანამ ჩემში ქალის ვნება არ გაქრება!"
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →