შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ნუგეში

,,ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ",
თუ მართლა განმიცდი ნაწამებს,
შენს ფეხქვეშ ნაფენი მიწა ვარ,
შეიშრე, ნუ ალბობ წამწამებს.
ყვავილად ამოვალ ნაპრალში,
სამოთხემოვლილი ფესვებით,
ტკივილით გავდივარ ასტრალში,
მჩხვლეტენ უსხეულო ნემსებით.
,,ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ",
წყლის წვეთში შერეულს მიპოვნი,
თუ გამოვექცევი მზის ვარვარს,
ციდან გეპკურები მირონი.
ვიხარებ, ვიფეთქებ კვირტებად
და ავავარდისფრებ საკურას,
ღელავს მონატრება ზვირთებად,
ანგრევს მოთმინების სახურავს.
,,ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ",
სულში ამიშენე ეკვდერი,
გზებს აღარ ყოფნისკენ მივყავარ,
შენი სიკვდილითაც მე ვკვდები...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →