შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

🤷‍♀️

ი.ო.ა.ნ.ა 6 წლის წინ
ზედმეტმა ფიქრმა კუჭის ტკივილი იცისოოო და მეც იმდენი არ ვიფიქრე სანამ ტკივილმა სიგმა ნაწლაამდე არ ჩააღწია, შემდეგ ვერ დაიტია ფიქრთა სიმძიმე და სიგრძეში მოიმატაა.
კი ცოტა ვიღიმე, ირონიით ვამბობ ამ ყველაფერს მაგრამ ჩემი უაზრო, აზრს მოკლებული , ღობე-ყორეს მოდებული, ამას რა მოჰყვება, ამას როგორ გაიგებენ იყო ჩემი ცხოვრების "დაღუპვის" მიზეზთა შორის მიზეზი!
დედა სულ მარიგებდა-" ნუ უყურებ იონა ყველაფერს უკნიდან, ცხოვრებას წინა მხრიდან შეხედე. დავიჯერო ისეთი მარტივია ცხოვრება, რომ შენ კიდევ ირთულებ?! შენი საქციელი გულს მტკენ მაგრამ, ჯანდაბას მარტო მე მეტკინოს გული, მაგრამ იცოდე ეს შენ არ გამოგადგება".
-ეს იყო დარიგებათა შორის დარიგება.
დედის კურთხევაზე ძლიერი ერში სხვა რომელია. მაგრამ უძღები შვილი!.
ოოო აი აქაა საინტერისო ფაქტი.
ჩემმა გამზრდელებმა, აღმზრედებმა მოკლედ რომ ვისაც მთვარი წვრილი მიუძღვის ჩემს პიროვნების ჩამოყალიბებაში ორივემ ერთი პრობლემა რომ აღმოაჩინეს..
ყოფიერი ცხოვრებისგან დაღლილი, მიწიერებიდან გაქცევის მსურველი, ვიჩოქებ მოძღვრის,არქიმანტრიტის წინ... შენდობის ლოცვას მიკითხავს, ორალს იღებს და მიყურებს, ელოდება როდის დავიწყებ და ამოვღეთქავ სათქმელს. თვალები. ზღვისფერი თვალები ჩაშავებული, აღვრეული, დიდი შტორმია მოსალოდნელი. ვასწრებ შტორმის პროგნოზირებას და ვეუბნები, ისეთი ნერვოზი მაქვს წამალი არ მშველის მეთქი..


წერა შევწყვიტე. აზრი გადამავიწყდა.
უნივერსტიტეტში მაგრად წვიმს...
ახლად გაკეთებულ ბიოზე ვიხურავ გაჭრილ ფაილს და მივრვიბართ..
ავტობუსი გადის სადგურიდან, თავსხმაა წვიმაა... გუბეში ვაჭყაპუნებთ დაა მივრბივართ!
Laravel

კომენტარი

0 კომენტარები გამორთულია