შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

გულყვითელა წიწილა

გულყვითელა წიწილამ
მთელი ღამე იწივლა,
კრუხმა ვერ დაიძინა,
მამალმა კი იწყინა:

- რატომ წივის წიწილა?-
გულმოსულმა იკითხა.
-თუ მოშივდა აჭამეთ,
თუ შესცივდა- გაათბეთ,

ოღონდ გააჩუმეთ და
რითაც გინდათ გაართეთ!
- წიწილა სულ წიოდა,
აჭამეს- არ შიოდა,

გაათბეს - არ სციოდა,
ვერ მიუხვდნენ ვერაფრით
მუცელი რომ სტკიოდა.
მოუყვანეს ექიმი,

ეცვა თეთრი ხალათი,
გასინჯა და დატოვა
რეცეპტების ბარათი.
იმ ბარათში ექიმის

დიაგნოზი ამბობდა:
დიდი ჭია ჩაყლაპა
მინდორში რომ დარბოდა.
ყველამ მშვიდად იძინეთ,

წიწილა არ იწივლებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →