ჩანაწერი
Laravel
დროს გაყოლილი ადამიანები
როგორი უცხოა
მდუმარე პროცესია,
რომ ადამიანებს ვაცილებ მე ასე,
ეს ჩემი სხეული- ნახატი მონესია,
ოჰ, როგორ მიჩუმდნენ,
ვბრაზდები ყველაზე..
ჩავივლი, სალამს ვამბობ,
სალამი ენანებათ,
ვისწავლო იქნებ მეც ჭკუა და დავდუმდე,
მე ადამიანთა სიკარგე მენატრება,
ახლა რომ მოჰგვანან გამოცლილ თავთუხებს.
მივყვები უჩუმრად,
ამ უხეშ პროცესიას,
ვერავინ ვერ ხედავს საკუთარ სამარეს
და ვხედავ, ზურგიდან- ჩემები რომ მესვრიან,
სიჩუმით, სიშორით,
ვდგავარ და ვაბარებ:
მიწის ხმას, სულ ყველა იმედის გაცრუებას,
აღარც ერთ მოკითხვას,
აღარც ერთ სიკეთეს,
ღმერთმა აპატიოთ იქნებ და გაცუდება,
ის შური, ის ბოღმა,
ტყუილის სიმკვეთრე.
ვის ვინღა ენანება,
ეს მხოლოდ თამაშია,
სატირის მკლავებში გაბმულა ეს სახეც,
რომელიც წიგნივით ღმერთის წინ გადაშლილა
და ხალხს არ აყვედრის საკუთარ შესახვევს.
ზანზარებს ეკლესია,
დაიძრა ისევ ხალხი,
იციან რომ აღარ არიან,
მიცქერენ,
მე სხვა ვარ, ღმერთამდე კეთილი,
მზის ფერდამდე,
ამიტომ ვილოცებ მათზე და ვიცეკვებ.
ნათია ასათიანი
მდუმარე პროცესია,
რომ ადამიანებს ვაცილებ მე ასე,
ეს ჩემი სხეული- ნახატი მონესია,
ოჰ, როგორ მიჩუმდნენ,
ვბრაზდები ყველაზე..
ჩავივლი, სალამს ვამბობ,
სალამი ენანებათ,
ვისწავლო იქნებ მეც ჭკუა და დავდუმდე,
მე ადამიანთა სიკარგე მენატრება,
ახლა რომ მოჰგვანან გამოცლილ თავთუხებს.
მივყვები უჩუმრად,
ამ უხეშ პროცესიას,
ვერავინ ვერ ხედავს საკუთარ სამარეს
და ვხედავ, ზურგიდან- ჩემები რომ მესვრიან,
სიჩუმით, სიშორით,
ვდგავარ და ვაბარებ:
მიწის ხმას, სულ ყველა იმედის გაცრუებას,
აღარც ერთ მოკითხვას,
აღარც ერთ სიკეთეს,
ღმერთმა აპატიოთ იქნებ და გაცუდება,
ის შური, ის ბოღმა,
ტყუილის სიმკვეთრე.
ვის ვინღა ენანება,
ეს მხოლოდ თამაშია,
სატირის მკლავებში გაბმულა ეს სახეც,
რომელიც წიგნივით ღმერთის წინ გადაშლილა
და ხალხს არ აყვედრის საკუთარ შესახვევს.
ზანზარებს ეკლესია,
დაიძრა ისევ ხალხი,
იციან რომ აღარ არიან,
მიცქერენ,
მე სხვა ვარ, ღმერთამდე კეთილი,
მზის ფერდამდე,
ამიტომ ვილოცებ მათზე და ვიცეკვებ.
ნათია ასათიანი
Laravel
კომენტარი
0