ჩანაწერი
Laravel
მეფე ერეკლე
რა მოხდა მერე, თუ სპარსული ჩალმა ეხურა,
გოლიათობით და მხარ-ბეჭით არ იკვეხნიდა,
საქართველოსთვის დაიხარჯა მეფე მეფურად,
არც უფიქრია მას გაქცევა თავის ქვეყნიდან.
,,პატარა კახი"-სამშობლოსთვის დიდი გულია,
ბრძოლის სიმბოლოდ გადაიქცა ერეკლეს ხმალი,
ქედმაღლობით, არც მუხლისჩოქვით არ გაუვლია,
მეფობდა ცივი გონებით და ფხიზელი თვალით.
ისევ ორგულის ორგულობა შესძრავს მთა-გორებს,
მხცოვანმა მეფემ ბრძოლის ველი ცრემლით დატოვა,
მას შემდეგ ბევრი წელიწადი გადავაგორეთ,
სისხლით შეღებილ ყაყაჩოებს ვუცქერთ სახსოვრად.
კოსმოსში სახლობს დღეს ,,ჩაკრულო"-ს ტკბილი ჰანგები,
მეფე ერეკლეს ხმალს ვუმღერით, ანდამატიანს,
თუმცა, არცერთი ბრძოლის იყო მეფე წამგები,
მაგრამ მავანმა მას კრწანისი არ აპატია.

კომენტარი
0