შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

გაზაფხულს სჩვევია

გაზაფხულს სჩვევია ამინდის თარეში,
შუაღამის წვიმა ხან დილით ცის ნამია,
მზე გაეპრანჭება გრძნობებით გალეშილ
მთვარეს და მიაპყრობს მზერას მწველს, წამიანს.

აპრილი ,, მარკეტთან" ხურდების გამო ზის,
თან სითბოს აგროვებს ნელ-ნელა, კარდაკარ,
შეკერვა სწადია ახალი სამოსის,
რადგანაც წინა წლის გასულ წელს დაკარგა.

ხომ იცი, ლოდინი ძნელია რამდენად,
იმდენად აღვიძებს დაკარგულ იმედებს,
გაზაფხულს შევიცნობთ გმირობის ჩამდენად,
სიხარულს არიგებს, სიყვარულს იმეტებს.

მივდივარ...სიარულს ვერავინ დამიშლის,
ყვავილობს სიცოცხლის ეშხი და დიდება,
მივაგდე ლაბადა წვიმის და ქარიშხლის,
რამეთუ აწ იგი მე აღარ მჭირდება!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →