შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

წუხელ

წუხელ დამესიზმრა ჩვენი ეზო,
თეთრი, თოვლიანი ზამთარი,
,,ჩემზე დარდი ნუღარ გატირებს"-ო
სიტყვა-მზრუნველობით გამთბარი.

ისე ახლოს იყო ძველი მზერა,
სახე, მომღიმარი თვალები,
წარსულს ვეკედლები და არ მჯერავს
ცხადი, დედის გარდაცვალების.

ახლა, ეს სიმართლე აღარ მინდა,
სიზმრის გაგრძელება ვეცადე...
დედა, დაგყურებდი აივნიდან,
შენ კი-გამიფრინდი ზეცამდე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →