შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ბედის ფილოსოფია

გულში არ ჩავიდოთ წყენა,
თვითონ ცხოვრებაა ურჩი,
გვმართებს ერთმანეთის თმენა,
ვათრევთ წუთისოფლის ხურჯინს.

გზები სავალია ჯერაც:
ლხენით, მწუხარებით, დარდით,
მაინც ბედისწერის გვჯერავს,
მისანს გაუშლია კარტი.

ზოგჯერ ჩავიმუხლოთ იქნებ,
ზოგჯერ გაგვეშლება ფრთები,
ზოგჯერ ვემონებით ფიქრებს,
ზოგჯერ აღტაცებით ვთვრებით.

ვიკვლევთ ამ საწუთროს წესებს,
მერე ვაკანონებთ შვებით
და რაც მიმოფანტვით ვთესეთ,
ერთად შეგვეკვრება ძნებით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →