შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მამას

ყვავის ირგვლივ სიფრიფანა ია,
გაზაფხულის სურნელი დგას ამ დროს.
უცნაურად თვალებს ახელს მარტი,
თოვლის ფიფქი, ახლა ცრემლად გათოვს.

შევიგრძენი გაზაფხულის სევდა,
სიხარულის ღიმილს ვეღარ ვხატავ,
შენს საფლავზე იმდენ ყვავილს დავრგავ,
ედემის ბაღს დავამგვანებ ალბათ.

ტაძრის კარებს რომ შევაღებ ფრთხილად,
ხატებთან რომ ფეხაკრეფით მივალ,
შევთხოვ უფალს, მოეფერე მამას
მე, კი ლოცვას წაგიკითხავ მარად...

ნ.კუკულავა
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →