შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მარტოობ...

კარს მიღმა დგახარ.
დგახარ,თუ
ისევ ებღაუჭები
ცივ მუხლისთავებს ?
მიწასთან ახლოს
არ მიგიშვებენ,
არც ზეცას მდურვით
შეგაჩივლებენ.
მარტოობ,
კარის ორივე მხარეს
იშენებ სხეულს,
ვითომ უჩინარს.
მე,შენი ხელის-
ჩემსავე მაჯას,
მყესებდაწყვეტილ
სუნთქვას ვუსინჯავ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →