შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ჩვენ გულგრილობის არქონებამ გადაგვიყოლა...

სხვა უმნიშვნელო,
ან ზედმეტად თვალშისაცემი
გარემოება ვერ მოვძებნე
ახლით გაუწყო,რომ ერთით მეტი,
ან ნაკლები რადგან აღმოვჩნდი,
ამ დედამიწის ბინადარი
ვარსკვლავს გავუწყობ,
მორჩენილ დღიდან
უხილავი ალით ნაისრევ,
ყველა უჩინო შეხვედრების
ფერმკრთალ ალიონს.
ჩვენ გულგრილობის არქონებამ
გადაგვიყოლა და სინანული,
ვით ნაპირი,აღარ გავრიოთ
ამ უჩვეულო, მეტისმეტად
მდორე დავაში,რომ ადგილები,
დანომრილი, აღარ ითვლება.
ჩვენ ერთადერთი, უნომრო
და მიუსაფარი სახლის ხეივანს
შევეფარეთ თოთო იფნებად...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →