შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

უკანასკნელი მონატრება

გინატრე ისევ.
ისევ არა,დღეს უსაშველოდ...
ეს მონატრება აღარა ჰგავს
წინანდელს,არც ძველს.
ნატვრაც რა არის?
დასვენება
დაღლილი სულის,
მოსასვენებელს დაეძებდეს,
იცვლიდეს სახეს.
მუდმივი ძილის
სარკოფაგის
შელეწილ კარში
დგას უსხეულო,
ჯვარდაცლილი,
ცოტაც და...
თოკებს,
სიცოცხლეშივე
( პირობითად)
რომ შეაბეს,
ხელის მტევნიდან
ამოაჭრიან,
ამოგლეჯენ
როგორც სახადელს.
ჩამდგარ სილურჯეს,
სათილისმო რკალად
დარჩენილს,
უფეთქავს ხსოვნა
დაბადების,
ჩვილი შეხების...
უკანასკნელი
მონატრება
წამს დააბერებს,
გარდასულიდან
გარდამოხსნილ
სულის თანხლებით...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →