შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

აღსარება

ვეღარ ვისწავლე,
(სწავლაც თუ ჰქვია)
ვენდო ფათერაკს,
ნათლის კვეთამდე...
სულ ერთიანად
რომ აყეფდება და
შეუძახებს მაჯას,
წვეთა მდენს.
ვეღარ ვისწავლე,
სწავლას რა უნდა?
მივყვე ნაცად გზას
ნაცად ხემსამდე.
სადაც ჯავრივით
ამომიყრიან და
ჯავრივითვე
შემომწყემსავენ.
ვეღარ და აღარ
შემოვისწავლე,
ვენდო ბრმა ქედის
ხეირ გზაწვრილებს,
სად უბინაო
ქვეშევრდომთათვის
კარს სარფიანად
ჩამოამწკრივებს...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →