შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

იოს დედიკოს

დიდი ხანია,
უბრად ხარ და
იანვრის თოთხმეტს
ნაწყენი ბავშვის
ჩვილი გულით
გაბუტვით უმზერ.
ფიქრობ,რომ წელმა,
კიდევ ერთმა,
გამოგარიდა
პატარა გოგოს
ოცნებებით
ათვალულ კიბეს,
სადაც იწყება
და გგონია,
არ დასრულდება,
რაც ერთხელ სულმა
იგრძნო მალვით
და უსასრულოდ.
სახელი მისი,
ბავშვის განცდით
მოიძებნება,
დიდებს ჩვეულად
ისევ გვიჭირს,
მივესათუთოთ...
იანვრის თოთხმეტს
დღემდე ახსოვს,
ემახსოვრება,
ზღაპრული ბაღის
ფოთლებიდან
ჩუმი შრიალი,
შეყვითლებული
მომავალი
გამოიყოლებს
წარსულს,
წერილად გადაკეცილს
გულის ფრიალით...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →