შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

აყვავდი ტიალო მინდორო

აყვავდი ტიალო მინდორო
კიდე რამდენ ხანს უნდა მაწვალო
ფერდ-კალთა უკვე გამიხმა
დღეისწორს მიწასაც მივალო
ათი გაზაფხული წავიდა
ბალახბულახში ვფრიალობ
მარილი გაყაროს გამჩენმა
თუ ისევ არა ყვავილობ.

რამდენი გამითელია
რადენიც გამიმართია
რამდენიც გულით მიტარებია
იმდენი ხელში დამჭკნობია
სეტყვა-ავდარში შემინხია
სამეწყროდ არ გამიმეტია
და ჩემთვის რა უკეთებია?
გაზაფხულიც არ მღირსებია.

აყვავდი ტიალო მინდორო
საქმე არ მოიგვიანო
თუარა მებაღე დაგადგებაო
ერთი შემოსმით გაგცელავს
ხარებს მოიყვანს, გადაგხნავს
თავის ბოსტანს გააშნებსო
პირისა მიწისგან გაგაქრობს
მე სასუქად მომიხმარსაო

აყვავდი ტიალო მინდორო
სანამ დრო შეგრჩენიაო
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →