შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

სანამდე ზეცა მორევად იქმნის

_Ni_Ka 6 წლის წინ
სანამდე ზეცა მორევად იქმნის,
ჩემს ჩვეულ ღამეს და მოგონებას
ვარ პერსონაჟი, რომელი წიგნის
და ვარ მდუმარე, როგორც დროება.

სადღაც წუხილი გაშლის ოცნებას.
მიხმობს, მეძახის. ნისლების ცვლაა.
ღელავს მშვენება და საოცრება.
რა მშვიდი ზღვაა. რა მშვიდი ზღვაა.

დალევს მხარეებს უცხო წვიმები
და გავს ცხოვრება, რაღაც ქმნილებას.
მზის ელვარებით დახრილ ქიმების
ქრიან ვარდები და გვირილები.

დგას შეფერილი ირჯად, საღამო.
ზღვის და ზეცეთის სხვაგვარ სიები.
იწურებიან. გადარჩენისთვის
ქრიან იები-პირანიები!

რადგან სინათლეს წუხილი მოსდევს
და წუხილს, მერე სდევს აფეთქება.
მე შევეხები ღამეულ მონსტერს
და ანგელოზი მე შემეხება!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →