შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

არ იყო დილა...

_Ni_Ka 6 წლის წინ
არ იყო დილა. მაშინ არ იყო,
რომ შეშფოთებულს გამომეღვიძა.
და ახლომახლოც არვინ არ იყო,
რომ ჩემთვის ერთხელ ხელი ებიძგა.

არ იყო ძილი. მაშინ არ იყო,
და ვუყურებდი თვალებს სისხლიანს.
ასე ლანდები ქარმა წაიღო,
გამოღვიძების წამებს ითვლიან.

არ იყო სუნთქვა. მაშინ და ოდეს!
წყლის სიღრმეებმა გული ჩაისვა.
რომ ღრმად ჩასუნთქვის არ გეშინოდეს
და ამოსუნთქვით აღარ დაიწვა!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →