ჩანაწერი
Laravel
არსად არავის არაფერი არ შერჩენია
თუ სიახლოვეს დაინახავს ჩემში გენია,
თუ ლაჟვარდები, მზის სხივები ისევ შენია-
წამი დაათრობს მთელს გაზაფხულს, ცვლა ყვავილების.
თუმც ყველაფერი და ყოველთვის გადამფრენია!
თუ მშვილდისრებით ისწრაფვიან ლურჯი გვრიტები,
თუკი შევხვდებით და სიყვარულში დავიშრიტებით-
მაინც გაქრება საიდუმლოდ ქარში ფენია.
არსად არავის არაფერი არ შერჩენია!

კომენტარი
0