შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ცაზე მბჯენი

_Ni_Ka 6 წლის წინ
ცაზე მბჯენი, ცაზე მზენი ანათებენ ირწევიან.
იისფერი იშემია და ნანატრი ყვავილების არ მოსული გაზაფხული.
დაღლილობა, უძილობა, სიყვარული, სიყვარული!
არაერთხელ ითამაშებს ფოთლები და ქარის როლი
უღრუბლებო ნისლეული ბზინავს ლურჯი ტერასა.
უმორეო მოგონების უსასრულო ბროლი,
მიმაქროლი სიკაშკაშის ელვა გადაედასა!
და ეძლევა ჩემი განცდა რაღაც თავდავიწყებას,
იმ წუთშივე ვიხედები რაღაც ისევ იწყება.
და ჩვენ სულ რომ ერთად ვიყოთ, და რომ ერთად აღვსრულდეთ,
გზები მაინც სულ სხვა არის. გზები უნდა დასრულდეს!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →