შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ჩემს თვალებს ვეღარსად დავემალები

_Ni_Ka 10 თვის წინ
ნელ ნელა მაინც ჩამოცალონ ციდან ღრუბელი
სულ გაიწმინდა მოკრისტალო ველი- ზამთრდება!
და რაც არ უნდა მარტო იყო განუკურნელი
ძალას თუ იგრძნობ- ესეიგი ესეც მთავრდება!

რა დრო გასულა- გაფრენილან ფიქრთა მეფენი
და უშორესად რომ წაიღეს მხოლოდ მყოფობა
ჩემი თვალები სულ სხვა არის შემოფეთებით!
და ჩემს თვალებზე ლაპარაკი აღარ მეყოფა!

ნელი დინების ჩამოვფინე ხიდზე მშვიდობა!
ჩადგა გრიგალი და დატოვა მხოლოდ ნიავი!
მე იქ ვერ ვხვსნიდი სიმარტოვე რად მოდიოდა,
თურმე ყოფილა ჩემში მარტო ადამიანი!

მხოლოდ ქვებია სამყაროში სახელოვანი!
ყური დაუგდე რა უთქმელად ამბობს შერჭვებით
რაც იყო ფეთქვა ხომ იგრძენი მნიშვნელოვანი
რა ამაოა დროებაში გქონდეს ეჭვები!

ჰაერს აყოლებს ტყეთა ჟღერა- ძილი ვლინდება
და ცეცხლოვანი როცა კვდება ზღვაზე თვალები,
ვგრძნობდი ჩემს თავში დაკვირვება ადაპტირდება
ახლა ჩემს თვალებს მე ვეღარსად დავემალები!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →