შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

დასანანია

_Ni_Ka 1 წლის წინ
აქ მოდი ჩემთან მითხარი სუნთქვით
რისიც არ გინდა სიჟღერე ხმათა!
მე მახსივს ოდეს როგორ აღვუთქვით
ერთმანეთს გული რომ დაიბადა!

გიგონებ ცამდე არის სინაზე
ჩამოჯექ ახლოს, გაშალე თმები
ახარე წარბი როგორც სიბრაზე…
და როგორც კოცნა დავზიანდები!

ასეა, ვწუხვარ სჩვევია ფრენა
ყოველ ხელოვანს დარდის ჩაშვებით!
შენ გქონდა ტკბილი ყველაზე ენა.
ახლა კი ჩქარობს ჩემი გაშვებით!

ასეა ვწუხვარ, გვჩვევია ფრენა
პოეტებს მაშინ დარდის მანია
როცა სიბრიყვით დავკარგეთ თმენა
ურთიერთობა დასანანია!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →