ჩანაწერი
Laravel
ღამის პაუზა
მე მინდა ახლოს რაც გიჩანს ხაზი
მაგ წრიულ სარკეს უყურებს მთვარე
თავს გადებ მოდის სიმშვიდის გაზი
და შენს თვალებში ბრჭყვიალებს ღამე
და როგირც მაქვე დახრილი ტიტა
ასე იხრება სურვილი შენკენ
ვიცი რომ ბრაზობ და ასე გინდა
მაგრამ გიყვარვარ და მაგით ვერ მტკენ
და ახლა ხვეულს არ ელის იგი
რადგან აქვს სწორი მიზანი თმების
ბულვარზე როგორც პალმების რიგი
ზღვაზე ელავენ მარგალიტები
ისწორებს თმას და არა აქვს რიდი
ლამაზობს ღიმით, მზეები ქვრება
და მოდის ღამე ჩემთან ვით გიდი
მიამბობს ჩუმად შენთან რა ხდება
და ან რა მოვრჩე სასრული წყდება
რადგან აქვს ჩემს ფრთებს მილევა ქარის
რთულია სუნთქვის ან დავიწყება
ან აღარ ფიქრი შენეულ ქალის
მე აქ ვწყვეტ მწვერვალს პოეტთა ძვლებში
სადაც წამს გრძნობის დიდება იყო
ის კი იღიმის თამაშ თვალებში
და ცინიკურად მეძახის ნიკოს
მე წავალ გარეთ მარტო და თქეში
თუკი გამოსცემს- ჩემს გულს რო შია!
უამრავ ყვავილს წავაწყდი ღმერთში
და თუმცა ღმერთი მხოლოდ შენშია!
ვიცი რომ არ გაქვს მოწყენის ძალა
და ასე შენში დუმს აგრესია
შენს გამო ლექსი გარდაიცვალა
ვიცი არ გიყვარს ეს პოეზია!
მე მოვალ ღამით ჩუმად და ფეთქვა…
შენ იგრძნობ ყურთან სუნთქვათა ღუზას
და კოცნით გეტყვი რაც უნდა მეთქვა
და ასე გვერწყმის ღამის პაუზა
მაგ წრიულ სარკეს უყურებს მთვარე
თავს გადებ მოდის სიმშვიდის გაზი
და შენს თვალებში ბრჭყვიალებს ღამე
და როგირც მაქვე დახრილი ტიტა
ასე იხრება სურვილი შენკენ
ვიცი რომ ბრაზობ და ასე გინდა
მაგრამ გიყვარვარ და მაგით ვერ მტკენ
და ახლა ხვეულს არ ელის იგი
რადგან აქვს სწორი მიზანი თმების
ბულვარზე როგორც პალმების რიგი
ზღვაზე ელავენ მარგალიტები
ისწორებს თმას და არა აქვს რიდი
ლამაზობს ღიმით, მზეები ქვრება
და მოდის ღამე ჩემთან ვით გიდი
მიამბობს ჩუმად შენთან რა ხდება
და ან რა მოვრჩე სასრული წყდება
რადგან აქვს ჩემს ფრთებს მილევა ქარის
რთულია სუნთქვის ან დავიწყება
ან აღარ ფიქრი შენეულ ქალის
მე აქ ვწყვეტ მწვერვალს პოეტთა ძვლებში
სადაც წამს გრძნობის დიდება იყო
ის კი იღიმის თამაშ თვალებში
და ცინიკურად მეძახის ნიკოს
მე წავალ გარეთ მარტო და თქეში
თუკი გამოსცემს- ჩემს გულს რო შია!
უამრავ ყვავილს წავაწყდი ღმერთში
და თუმცა ღმერთი მხოლოდ შენშია!
ვიცი რომ არ გაქვს მოწყენის ძალა
და ასე შენში დუმს აგრესია
შენს გამო ლექსი გარდაიცვალა
ვიცი არ გიყვარს ეს პოეზია!
მე მოვალ ღამით ჩუმად და ფეთქვა…
შენ იგრძნობ ყურთან სუნთქვათა ღუზას
და კოცნით გეტყვი რაც უნდა მეთქვა
და ასე გვერწყმის ღამის პაუზა
Laravel
კომენტარი
0