შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ნიღაბი

_Ni_Ka 6 წლის წინ
მხოლოდღა ნიღაბს გადააქვს წელი
და სინამდვილე ახლა ქარია.
გთხოვ არ გაფრინდე. გთხოვ გაუძელი.
გთხოვ-რაც აქამდე არ გიხარია.

მხოლოდ ნიაღაბით გავათრევ სოფელს.
მხოლოდ ნიღაბი ახლა ჯვარია.
გთხოვ გაუძელი შეურაცხმყოფელს
რაც კი შეგეხო, რაც გიქარია.

არ ჩამოიხსნა ნიღაბი არა!
კვლავ დაიჯერე-ნახე პრერია!
ერთხელ გრიგალმა გადაიარა
და სინამდვილე ახლა მტვერია.

იგრძენი კარგად ნიღბიურ-ცვილი
და სინამდვილე კვლავ გადარაზე.
რომ გამოვუშვა "მეში" ნამდვილი
ვერ გადარჩება ამ ქვეყანაზე.

მხოლოდღა ნიღაბს გადააქვს წელი
და სინამდვილე ახლა ქარია.
გთხოვ არ გაფრინდე. გთხოვ გაუძელი.
გთხოვ-რაც აქამდე არ გიხარია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →