შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

დაისივით ყვითელი, თუმცა უფრო ძლიერად

_Ni_Ka 4 წლის წინ
დაისივით ყვითელი თუმცა უფრო ძლიერად
შემაქანა ფრთებივით უმორეო მოწყენამ
ახლა სულში იშლება ძალა თეთრ მაგიებად
ახლა უფრო იწყება შენკენ დიდი მოფრენა.
შორი პლანტაციების მელის ლახვა საზღვრების
ვით უდაბნოს დავხედავ და სხვას არ გავიხსენებ!
საკუთარი ეჭვივით სამუდამოდ გავჩნდები
საკუთარი ფიქრივით ადგილს გადავიშენებ!
სამშვინველით ვიშენებ რაღაც შუშის სახურავს,
სადაც წვიმის წვეთები დაცემისგან რჩებიან.
ვხედავ ცაზე მოძრავ და გაცეცხლებულ საბურავს
ისევ სარკმლით მოძრავი ქარის ხალიჩებია!
ახლა ისევ ჩემია პოეზიის ზარები
თუმცა მაინც ქროლება აგავს უსასრულობას
არასოდეს მექნება ისევ რკინის კარები
აღარ მემახსოვრება სად დგას ზღვარგასულობა!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →