შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

აღარ შეყოვნდე და გასწიე საც სულთა რბენა

_Ni_Ka 4 წლის წინ
აღარ შეყოვნდე და გასწიე საც სულთა რბენა
დაუცხრომელად ეშურება სწრაფვის კანაოს,
და სიბრალული აღმომჩნდება უცნობი ღრენა
შეგაცოდებს და რეალურად ლაზღანდარაობს!
ჩემში დემონმა აიმაღლა ხმებიდან ჩვევა,
თითქოს შევთხოვე დახმარება ადრე წყვდიადში-
ხოლო სანაცვლოდ მოითხოვა სულის გაწვევა,
სხვა არაფერი, გამოვედი ძაან იაფში!
ჩემში სილურჯემ გადასძლია ყოველგვარ ყვითელს
და დაორთქლილი ფანჯრებიდან სიცივის ფერი
უკვე გარდაცვლილ, მიუღწევად მომავალს მინთებს
და საბოლოო გარდასახვის არ მოდის ჯერი!
მიმაწოდებენ ასხივებულ პარნასს ანგელნი
და მეც შეშლილი გადმოვხტები სხვა სიმაღლიდან,
როგორც ფანტელნი გასროლილი სივრცით დავდნები
როგორც მგოსანი შევიქნები გირლიანდიდან.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →