შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

შენი პოემის სახე

_Ni_Ka 4 წლის წინ
ახლა სუყველას სახეს შეშლილი მზერა ეტყვის:
მოკვდავი იყავ აქაც, და მოკვდავი ხარ იქაც!
და გაყინული თვალთა მოქრის ცისფერი სეტყვის
საშინელება ბოლის და მას აჟღერებს ვიღაც!

ვით მეფეების მოდგმას და ფარაონთა საფლავს
უკიდეგანო მტვერი მიმოეყრება ხოლმე-
ჩემში შეგრძნებას მკვდარი, ლურჯი, პლანეტა ახლავს
სამარემდე ვარ ქარი და სამარეშიც ვქროლ მე!

ვეღარ ისვენებს კანი, ვიწრო ჰაერი წივის.
სამარედან თუ არის- ხსნა ან უკვდავი ძილი.
მე მომეჩვევა მაინც- ლანდი პოეტის ახელს
თვალებს, რომლებიც ზრდიან შენი პოემის სახეს!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →