შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

გაფერმკრთალდება ჩემნაირი ენის თაობა

_Ni_Ka 4 წლის წინ
ო, მერამდენედ აიმაღლებს შენთვის, ხმებიდან,
მუსიკასა და უკვდავებას არარაობა.
და პოეზიის გვირგვინივით გიენებიდან
გაფერმკრთალდება ჩემნაირი ენის თაობა!
დაუვიწყარი თუ ისმოდა ადრე ღვთაება,
მათ შენნაირი არ ჰყოლიათ მკვდარი ფსიქეა!
დავიწყებამდე მეყვარება სანახაობა
შენი სხეულის- პოეზია, სადაც ციხეა!
და თუ პატიჟი მომვარდება შენგან სანიშნე,
მე აღარასდროს შევეცდები გითხრა სიტყვები.
რადგან მსოფლიო უშენბით უკვე გავთიშე
და ახლა უკვე პოეზიაც, გავითიშები!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →