ჩანაწერი
Laravel
კნუტი სკამზე
კიკვიძეში წუწუნებდა სკამზე
და მე ვიცანი ხმაზე
და შევიცანი მზერა
რომ მარტო იყო ასე
შორეულ ატლასზე
წერტილივით სახე
და ახლა მასზე წერა
საოცნებო ქარზე
მიჰყავს ეფემერა!
ამკრთაკებულ ხაზზე
ციდან ფართო ფენა
აღმაფრენა კანზე
თუმცა არსად ფრენა
და ახორკლილ პლაჟზე
შენი გამოფენა!
ვაუძრაო ფიქრი
ყვავილებში გხედავ.
შეჩერება მიქრის
და ჩემგან ცალკე კვდება!
იდუმალი ფორმის
თუ დგას მოლანდება-
ის სილაშია შტორმი
და კვლავ დაიფარება!
რომ გადმოშვება დამხრის
შენს გვიან ქარებად
და სილამაზე დაღვრის
ნელ ნიაგარებად
გადმოსროლილ (პოეტს)
წვეთს სურს მზეზე, რომ ქროლდეს,
რომ ათასჯერ მოწყდეს
და შენზე რომ აორთქლდეს!
და მე ვიცანი ხმაზე
და შევიცანი მზერა
რომ მარტო იყო ასე
შორეულ ატლასზე
წერტილივით სახე
და ახლა მასზე წერა
საოცნებო ქარზე
მიჰყავს ეფემერა!
ამკრთაკებულ ხაზზე
ციდან ფართო ფენა
აღმაფრენა კანზე
თუმცა არსად ფრენა
და ახორკლილ პლაჟზე
შენი გამოფენა!
ვაუძრაო ფიქრი
ყვავილებში გხედავ.
შეჩერება მიქრის
და ჩემგან ცალკე კვდება!
იდუმალი ფორმის
თუ დგას მოლანდება-
ის სილაშია შტორმი
და კვლავ დაიფარება!
რომ გადმოშვება დამხრის
შენს გვიან ქარებად
და სილამაზე დაღვრის
ნელ ნიაგარებად
გადმოსროლილ (პოეტს)
წვეთს სურს მზეზე, რომ ქროლდეს,
რომ ათასჯერ მოწყდეს
და შენზე რომ აორთქლდეს!
Laravel
კომენტარი
0