შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ახლა მრისხანებას ვმართავ!

_Ni_Ka 5 წლის წინ
ახლა მრისხანებას ვმართავ, მინდა ვიყო უფრო მშვიდი
როგორც უმოძრაო ხიდი
და მასზე გადამქროლი ქართა
რაღაც შეერთების მსგავსთა-
უცნაური კვლავ ამინდი!
ისევ შემოდგომის კართან
მინდა ვწერო მზეზე რიდით
თითქოს უხანგრძლივო გიდით-
ახლა მრისხანებას ვმართავ.
ახლა მრისხანებას მართმევს
ჩემში ის დემონი დიდი
მისი თვალებია მშვიდი
თუმცა სიდიადით მხლართავს!
ახლა ყველაფერზე დიდი
ახლა ყველაფერზე მცირე-
არის სამყარო და მივხვდი,
მხოლოდ ვადაპტირებ!
ისევ შეუმჩნევი ქარი
მინდა უალერსოდ ყოფნა-
ისევ შემოდგომის თვალი
ჩემში ახელს დამჭკნარ მოდგმას!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →