შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მოედინება მდინარე ყურში

_Ni_Ka 5 წლის წინ
მოედინება მდინარე ყურში,
იგია ყურში და არა გარეთ.
მე ვუსმენ სხეულს და იგი წუთში
თავს ასამარებს და ისმის გულში.
გაისმა გარეთ რაღაც სილურჯის
ამობრწყინება ისევ ღამეში
უსიყვარულოდ ცურვას მიუსჯის
ხორკლების მოძრავ ოკეანეში!
და შემდეგ, წლები ქარივით დაცლის
და თითქოს ზამთარს ხელიდან გაცლის
რომ შეგუება იყოს რამეში-
რომ ცა მუმიებს დაუკუმია
და მზიდან ვარდნით ვიწვი, გამეშვი,
რომ შთაგონების წამს ველოდები
და აზარტმადე ძლიერ დავეშვი
მზიდან მოსულიც რა უკუნეე,
წამი რომელიც არს ერთჯერადი,
მაგრამ ხან და ხან საუკუნეა
და რჩება როგორც მარად ჟღერადი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →