შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

შენ ეს ორივე სულ ხარ

_Ni_Ka 5 წლის წინ
მე ნელა ვიწვი, მე ნელა ვდნები
და ჯოჯოხეთი იმწესებს სხეულს.
ოჰ, ენერგია ემსგავსა ნების
სიმწუხარეებს და წვეთად ლეულს!
ასე ვეცემი და ისმის ცისი!
ნერვებზე მალე კლავენ აორტებს
გამოყოფილი რკალი მთვარისი-
ოჰ, ზღვას მივყავარ, ოჰ, ცა მაორთქლებს!
ეგ თმები უფრო ნაზი გაქვს, ამბობ.
და მოიშორე სახიდან ხელი!
რომ ოკეანე ჯოჯოხეთს ვანდო
და შენ დაგტოვო ჩანჩქერის ყელი!
ჯოჯოხეთი ხარ და მეზიზღები
თუმცა სამოთხეც შენ ხარ და მძულხარ!
მე ამ ორივეს მიღმა ვიდგები!
შენ ეს ორივე სულ ხარ!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →