შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

კედელზე ჩრდილი

_Ni_Ka 5 წლის წინ
შენთან მოვიდნენ აჩრდილები
როგორც ნაჩრდილები,
უკვე მყოფადი სხეულის და მისი გაჩრდილების-
ახლა გიყურებ ოთახიდან და ჩრდილი ხარ,
მაგრამ უსულო სილუეტში- ნამდვილი ხარ!
და მომდუმარდა ყოველივე, რადგან ქრის ლანდები
და შენი ჩრდილი კედელზეა უმისართოდ.
გამოშვერილი მკერდებიდან შენი ანთებით
ეს პოეზია საუკუნოდ უზის მარათონს-
სადაც დარჩება ეგ აჩრდილი და ჩემი "ჩრდილი"
კვლავ შეახსენებს მსოფლიოს რომ ყვავის მარათონს-
შენი აჩრდილი შემეხება მაინც არასდროს
და ოკეანეს აირეკლავს კოსმოსის ჩრდილი!
და შემდეგ ჩრდილებში, ვიყვირებ, მე ვჩანვარ-
მეც ასე მოვკვდები, მეც ასე ჩრდილს ვგავარ!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →