შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ზეცა მალავს არაფერს

_Ni_Ka 5 წლის წინ
მე ხომ შემეძლო მეთქვა სიწმინდე-
ო, მაგრამ სიტყვა, ხომ, სიმბოლოა!
ამიტომ არ მსურს სადმე მივიდე,
რადგან ადგილი მოდგმის ბოლოა!
და უცოლოა ჩემი ფიქრები,
მარტო, როგორიც არის დიდება.
და მე დიდების ჩრდილში ვიქნები,
ხოლო დიდება ჩემით იქნება!
ამიტომ მოდი, მე, ხე ვიქნები
და სიყვარული გამიშლის ვენებს.
და როცა მერე შენ ჩამოივლი
და ჩემს ჩრდილის ქვეშ თუ დაისვენე...
თითქოს ბუდა ვარ ოკეანეში
და ოკეანე თავად ჩემია.
პელაგონიით ისმის განეში
და მე გავეშვი ამ ისტორიას!
თუ ვარ დაბალი მწვერვალთა შორის
მე შემიძლია ცამდე ვიფრინო,
რადგან ყოველი სიმაღლე მოლის
წამოზრდილია, მოლის შვილია,
ხოლო ეს ფრთები თაბაშირია
და დაიმსხვრევა ყოველი ცამდე
რადგან დრო სივრცეს ვეღარ გააფენს-
და თუკი ვინმე ასულა ცაში,
ნახა რომ ზეცა მალავს არაფერს!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →