შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მე მივეკუთვნე იქით...

_Ni_Ka 5 წლის წინ
მე მივეკუთვნე იქით დინებას,
აქეთ ყოველი სხვას ეკუთვნოდა.
"მეს" ანარაკლი გაიყინება,
რომ მივატოვე ხმა, შენ უთმო და
შემდეგ ყოველთვის არის მინებად
სარკედ შობილი ცა ჩვენშორისი,
მაგრამ სიზმარში არ გეძინება,
და შენ არ იცი მიამბო რისი
ამბავი სადაც კვდება მიგნება
და მოდის ბაგე მეამბორისი!
ასე მაისი მიწად რიგდება,
თუმცა მძინარე მეგაპოლისი
ერთი წამითაც არ დაიხრება-
მიადოს ბაგეს მისი პოლუსი.
და ეს ტალღები წამით იქნება
მე ავირჩიე მხოლოდ ეს კურსი.
პულსი აღვივებს ქვეყნად შიგნთებას,
რომ გასროლილი იყოს იმპულსი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →