შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მე როცა მომქონდა კარმა...

_Ni_Ka 5 წლის წინ
მე როცა მომქონდა კარმა
უეცრად წამიღო ქარმა
ანათა ცა დილის დარმა
ქვეყნად ზის ახალი ნორმა
ზიხარ და უყურებ პორნოს
ოთახმაც გაცვალა ფორმა
სხეული არ გაცვლის ჰორმონს!
და მერე ზარების ჯვარმა
შემიღო კარები- პალმა
ჩანს იქროლა ტყის პანმა
იარა დიდების ხანმა
და ბრუნავს თვალები წაღმა
წარმოთქვა ხმა შინაგანმა
ამოდის amor-ის ალმა
მომკიდა ხელი და რკალმა
წაიღო წრეებზე კარმა
სიცოცხლე ჩასუნთქვის წამმა
გამიხსნა ყველაფრის კასრი
მომყვება პოეტის გამა
და მერე დამტოვებს აზრი.
ქარმა ფერით მიმკრთალმა
მკლავმა სიტყვა თქვა კალმით
წრეებზე ვიყვირე მთვრალმა,
რადგან მე ვბრუნდები კარმით.
რომ სადღაც იფეთქებს პლაზმა,
გასტყორცნილ გრძნობებში ვიშვი
და, რადგან გრძნობამ ახალმა
წარმოქმნა ახალი თიში-
მომიხმო მე კეისარმა
და მე იქ ფარაონს ვიხსნი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →