შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

დაღლილი სიზმარია მიძინება მკლავების

_Ni_Ka 5 წლის წინ
დაღლილი სიზმარია, მიძინება მკლავების
მუსიკიდან დიდება ისევ ღამეს ათევს.
პოეზიის ციხიდან სიმფონიის რკალები
ჩემს შეგრძნებებს მართმევს!
დაღლილია ასევე ფიქრი მწვანე მდელოთა,
დაფნიურად გელოდა! ფიქრი არსებაზე!
რომ ასე ყოფილიყო, მოსაწევში მელოთა
და შეგრძნების გემოთა ვნახე სილამაზე!
ღამეს უკვე ჩვეული ჩემთან მოსეირნება
აქვს და დღეებს რატომღაც უიმედოდ ვშორდები.
კოსმიური დინების ვნება გაიირმება.
შევაწუხებ სისტემას თუკი მომაგონდები!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →