შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

და რაც არ უნდა ღელავდეს ბედი

_Ni_Ka 6 წლის წინ
და რაც არ უნდა ღელავდეს ბედი,
და რაც არ უნდა მისდევდეს ქარი-
ღამე არასდროს არის ზედმეტი,
თუ ის ვიპოვე. თუ ის აქ არი!

გადააელვებს ქვაფენილს წვიმა
დღე მზადებაა უკუნე ღამის,
როცა სინათლემ სხივით გაწვდილმა
აქ საბოლოოდ დახარა თავი.

და ახლა უფრო არის ცის წყება.
სადღაც სიზმარში იწვის ლამპარი.
არ მავიწყდება! არ მავიწყდება-
მე შინი სახე, როგორც ზღაპარი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →