შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

არავინ მიხმობს...

_Ni_Ka 6 წლის წინ
არავინ მიხმობს, კვლავ ოთახში ვწევარ და მარტო
ისევ ისეა ჩამოყრილი ირგვლივ ფარდები.
ღამევ შენ გელი. ღამის ბრწყინვის, შენ, ანდამატო,
რომ ძველებურად შეაწუხო ჩემთვის ლანდები.
მე მიტოვებულს, ძალა არ მაქვს სიმღერის ახლა.
სიკეთე მებრძვის. ბოროტება სულ ლამაზია.
რომ სიმარტოვეს დღეს ჩვევია სიბნელით დასჯა,
რომ ილუზიის მატყუარა დგას ფანტაზია.
რომ გულში დაქრის ანთებული დაწვის ალები,
რომ სიუხეშემ მიიკუთვნა რაც კი ნაზია,
რომ ანთებული უკუნე ბნელში დავიარები,
რომ გარეგნობას დაუფარავს, რაც ლამაზია!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →