შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

და უფრო მარტო დარჩენილა ადამიანი

_Ni_Ka 6 წლის წინ
აი ვიხილეთ ანგელოზთა ჯგუფი ციური,
ან მოკვდავთა აღმაფრენა გინდ მიწიური
ჯარად დამდგარა თავისუფლად გმობენ მონობას,
შავ ქვესკნელეთის იმ იდუმალ ჯარ-დემონობას.
აიყრებიან შავ ნახშირად, ვითომ სინაზე,
იქ ლურჯ კრისტალთა მესერები ბრჭყვინავს მინაზე
და განლაგებით გაეწყობა შიში, მკვლელობა,
საც შემდეგ ხმათა მიუწვდენი გარდამსვლელობა
ეკვეთებიან წყნარ ქუჩებზე საქანელები
წითელ კოსმიურ ნისლეულთა პარალელები,
ქართა მსვლელობა საკუთარი თავის საშველად
ათას სივრცის და დაბადების გადასაცელად
არ იშურებენ სანთელივით მქროლავ სიჩქარეს
ანგელოზებმა და დემონებმა მაშინ მიქარეს,
როცა დაეშვნენ ზღვის ღელვათა წყნარ დინებაში,
საც მზე ხარობდა ამომავალ გარინდებაში,
რომ ახლა თვალებს მზერა ქონდათ უგზო ციანი
და უფრო მარტო დარჩენილა ადამიანი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →