შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

სხვა ანარეკლი

_Ni_Ka 6 წლის წინ
ისევ მოდის დღე, მზე ამოდის შორს,
იღვიძებ და შენ ისევ ძილი გსურს.
განთიადნი ზიან, შენს თვალებში თოვს.
ღამე, ჩაი, პოეზია, წვიმა, ძილი-სულ!

მოგაქვს ჩანთებით ხელში დაღლები.
ბაღში ფეხებთან გიწევს ძაღლები.
არ გენატრები? თრთიან ტალღები
ცის ქვეშ ვსახლდები-
შენთან მოვდივარ, მინდა გიყურო.
გავისეირნოთ სადმე, რას შვრები?
არ მიპასუხო, შენ არ მიყურო-
ცის ქვეშ ვსახლდები, მაინც დავრჩები!
ძველი წიგნები, მტვერში მინები,
შენს ლოგინამდე შენი ფეხების
მიყვარს ფაჩუნი, მერე იღლები
ლოგინს ეხები, შენ გეშინია-
ხომ არ იტირებ? მაინც რიგები
დგანან ცრემლების სარკეს შენი აქვს
ანარეკლები, საპირფარეშო როგორც სამყარო, ცა ასარეკლი,
სადაც მარტო ხართ მხოლოდ თქვენ ორნი:
შენ და ის შენი სხვა ანარეკლი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →