ჩანაწერი
Laravel
განა ისედაც ეგრე არ იყო?
ველოდებოდი პასუხს ფიქრებით.
ო, დიდი ხანი ვცნობდი რაც იყო.
ჩვენ ვერასოდეს ერთად ვიქნებით-
განა ისედაც ეგრე არ იყო?!
მე მოვდიოდი შენკენ ქუჩებით.
მან მაშინ ქუჩა სახლში წაიღო,
გადმოვიხარე როცა ტუჩებით-
განა ისედაც ეგრე არ იყო?!
მე არ მითქვამს, რომ პოეტს სჭირდება.
შენი რაც არის, შენი რაც იყო.
ჩემი პოეტი ჩემში იქნება-
განა ისედაც ეგრე არ იყო?!
ჩემი პოეტი ხარობს, შენს სახეს
თუ ვერ იხილავს, თუ მარტო იყო.
მაგრამ ვინ ფიქრობს დღეს ჩემს შესახებ-
განა ისედაც ეგრე არ იყო?!
ო, დიდი ხანი ვცნობდი რაც იყო.
ჩვენ ვერასოდეს ერთად ვიქნებით-
განა ისედაც ეგრე არ იყო?!
მე მოვდიოდი შენკენ ქუჩებით.
მან მაშინ ქუჩა სახლში წაიღო,
გადმოვიხარე როცა ტუჩებით-
განა ისედაც ეგრე არ იყო?!
მე არ მითქვამს, რომ პოეტს სჭირდება.
შენი რაც არის, შენი რაც იყო.
ჩემი პოეტი ჩემში იქნება-
განა ისედაც ეგრე არ იყო?!
ჩემი პოეტი ხარობს, შენს სახეს
თუ ვერ იხილავს, თუ მარტო იყო.
მაგრამ ვინ ფიქრობს დღეს ჩემს შესახებ-
განა ისედაც ეგრე არ იყო?!
Laravel
კომენტარი
0