შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

შრიალებს ქარი მარტო ვარ ისევ

_Ni_Ka 6 წლის წინ
შრიალებს ქარი მარტო ვარ ისევ
უხმოა ფიქრი დახურულ კარში.
უჩვეულ ღამის ოცნების სიგრძე.
შორეულ დღეთა თოვლივით მარში.

ვიაყავი მარტო ვსუნთქავდი მხოლოდ.
უდაბნოს იხსნის ზღვებიდან შვება.
აღარ არსებობს თეთრი სიმბოლო
და ციალური ლანდთა დაშვება.

შეგპირდი ადრე- მე მოვალ გვიან...
და სადღაც მთებში გაიჭრა ხევი.
მეეზოვენი ღამის მტვერს გვიან.
მახსოვს პირველი შემოსახვევი.

ოთახში ღამით ივსება სივრცე
და გარეთ მესმის ქარეთის ოხვრა.
ისევ ვუყურებ დამტვერილ ნივთებს,
ისევ მარტო ვარ! შენ აღარ მოხვალ!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →