შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

რაღაც უფრო ის იქნება

_Ni_Ka 6 წლის წინ
რაღაც უფრო ის იქნება.
მოვა ვინმე ახლა სადმე.
მომაკითხავს შენი ვნება,
შენ გაკოცებს ჩემი სახე!

მოვა როგორც გადაშვება
უმორეო ზღვების ფსკერზე.
ვიძირებით ორნი! რჩება
ის მძივები შენს კისერზე!

იისფერში ცეკვავს ღამე
მოდის ღია გათენება.
ო, მძიმეა ქუჩა და მე
შენი ღიმი მემძიმება.

ის ღილები შეიხსენი.
ის ღილები ტანზე რომ გსდევს.
მომეხვიე, დამიხსენი
მე უშენო წამი მომსდევს!

გაგაბრაზე, მაპატიე!
არ მინდოდა შენი მოშლა.
მე ის ღამე ვანათიე
და მან ჩემი რამე მოკლა!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →