შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მარტის ქარი

_Ni_Ka 6 წლის წინ
შენი მე მიყვარს დრამა,
შენი სინაზე, ფრთხილი-
თოვლის ფერების გამმა
და მათზე ქართა ჩრდილი.
შენი მე მიყვარს ეშხი,
შენი მე მიყვარს ფერი...
და კიდევ უფრო ხელში
შენი დაღლილი თმის ღერი.
შენი მე მიყვარს მკლავი,
მხარი, ლავიწი, ვენა.
შენი მე მიყვარს ტანი-
ბრინჯაოსფერი სცენა.
შენი მე მიყვარს ფიქრი,
შენი ღიმილი მკრთალი,
როგორც მასური ფიფქი
და შემდეგ მარტის ქარი.
შენი მე მიყვარს მოდა
სევდა ნარევი ცრემლით.
რომ წუხელ ღამე ქსოვდა
კაბას, მთვარისფერს, გრდემლით.
შენი მე მიყვარს დრამა,
თითოეული ბზარი-
თოვლის ფერების გამმა
და მათზე მარტის ქარი.

11 ივლისი 2018
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →