ჩანაწერი
Laravel
არ გაგონდები
საით მხარეებს გაშლიან ფერად
ვით ლურჯ ცეცხლებად როცა მერცხლებად
ცით გადაიფრენს ქარის ელფერად
ეს მოგონება და მე შემრცხვება.
და მე შემრცხვება როგორც ერცხვება
ყანებს ქარული წვიმის ლანდები
და შემესხმევა ვით დამარცხება
მისი ძახილი და ვიბლანდები.
შორილ ნისლების კრთომა მაღვიძებს.
დახრილ გვირილთა თვალებს ვმონდები.
ვით ყვითელი მზე არ დააბიჯებს
ფაქტს, რომ არც ერთხელ არ გაგონდები!
ვით ლურჯ ცეცხლებად როცა მერცხლებად
ცით გადაიფრენს ქარის ელფერად
ეს მოგონება და მე შემრცხვება.
და მე შემრცხვება როგორც ერცხვება
ყანებს ქარული წვიმის ლანდები
და შემესხმევა ვით დამარცხება
მისი ძახილი და ვიბლანდები.
შორილ ნისლების კრთომა მაღვიძებს.
დახრილ გვირილთა თვალებს ვმონდები.
ვით ყვითელი მზე არ დააბიჯებს
ფაქტს, რომ არც ერთხელ არ გაგონდები!
Laravel
კომენტარი
0