ჩანაწერი
Laravel
უჩინარ კალმით უჩინარ ხელში
დადგება ჟამი იქნება წვიმა
და არა სეტყვა და არა თოვლი.
ვიზიდავ ყველა შენეულ წვრილმანს,
ისევ ვარ ქარში პირველი ლტოლვით!
გაიფენს ფარდებს უშუქო ხმები,
ამოიოხრავს ოთახში ვიღაც
და ცისფერ ქართა ურუქო ბმები
ემსგავსებიან თვალების ნიღაბს.
მოასწრებს დილა უჩემოდ მოსვლას,
პირველი სხივი გაიჭრა ბნელში.
ვკვდები და ვტოვებ მგოსანი მგოსანს,
უჩინარ კალმით, უჩინარ ხელში!
დე მოვკვდე შენ თუ ვერ გისაცხოვრე!
მიადგა ფრენა უსაზღვრო ახალს.
რაც ძველი იყო შენ გისახსოვრე
და რაც ახალი გიტოვებ ქაღალდს!
და არა სეტყვა და არა თოვლი.
ვიზიდავ ყველა შენეულ წვრილმანს,
ისევ ვარ ქარში პირველი ლტოლვით!
გაიფენს ფარდებს უშუქო ხმები,
ამოიოხრავს ოთახში ვიღაც
და ცისფერ ქართა ურუქო ბმები
ემსგავსებიან თვალების ნიღაბს.
მოასწრებს დილა უჩემოდ მოსვლას,
პირველი სხივი გაიჭრა ბნელში.
ვკვდები და ვტოვებ მგოსანი მგოსანს,
უჩინარ კალმით, უჩინარ ხელში!
დე მოვკვდე შენ თუ ვერ გისაცხოვრე!
მიადგა ფრენა უსაზღვრო ახალს.
რაც ძველი იყო შენ გისახსოვრე
და რაც ახალი გიტოვებ ქაღალდს!
Laravel
კომენტარი
0