შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მოდის ხოლმე ღრმა სიმშვიდით

_Ni_Ka 6 წლის წინ
მოდის ხოლმე ღრმა სიმშვიდით
სავარძელში დინჯად ჯდება.
მთელი ღამე არის რიდით,
მთელი ღამე მეჯაჭვება!

ხან სარკმელთან მივა ნაზად
გადაარხევს ფარდას ქარი.
ოთახს ავსებს ერთი ასად
შემოსული სხივნამთვარი!

ხან სიბნელით იცდის დნება,
ჰარმონიულ გვირაბივით,
და სინათლე იკლაკნება
ალაგ-ალაგ მირაჟივით.

სხეულს აწვდის უცხო შფოთვას,
აჩენს წარსულს გრძელი რიგი,
აზანზარებს გარემოცვას
ქარი, როგორც დინამიკი!

რომ ხმა გაისმა სადღაც ვეება,
დაიძრა ჯარი ფერთა მჭედელი
და ჩემს სარკმელზე რაც არე ება
დგას შეზავებით ხმელცისებელი

შემოდის, როგორც უახლოესი,
ოკეანური სივრცე შვებაში,
რომ აკაკუნებს ციდან პოეზი
ღრმა მშვენებათა უკვდავებაში!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →