შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

კვლავ დაღამდა

_Ni_Ka 6 წლის წინ
კვლავ დაღამდა და ისევ მივემხრობი მოგნებას,
უშენობა მორევის დასაწყისი როფია.
ავიხედავ და ზეცა ჰგავს სიბერის ოცნებას,
ირგვლივ მხოლოდ მდუმარე ვარსკვლავების ცოფია.

თვალს დავხუჭავ, რომ სიზმარს თავზე იდგამს უფალი
და გაიფენს პრერიას სხივი ეფემერული.
ასე ჯერ არ ვყოფილვარ სივრცით თავისუფალი,
ასე ჯერ არ ვყოფილვარ სიზმარს გამოდებული!

აღელდება შორეთის მოლანდება ზღვებამდე.
ახლა არის სიკვდილი ყველაფერზე მარტივი.
თებერვალის სულიდან სარკოფაგის ზვრებამდე
ამოვარდა ქარბუქი ნაწვიმარი მარტივით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →